Saturday, January 12, 2013
თანამედროვე ხელოვნება- თანამედროვე ხელოვნების ზოგიერთი ნიმუში ერთი შეხედვით უცნაურ ფორმებსა და უჩვეულო ფერების შემთხვევით თავმოყრად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ასე არ არის. მართალია XX-საუკუნეში ბევრმა ხელოვანმა უარი თქვა ტრადიციულ ფერწერასა თუ ქანდაკებაზე, მაგრამ ხელოვნების მთავარ მიზნად მათთვის მაინც საკუთარი იდეების, გრძნობების გამოხატვა რჩება - თუნდაც აბსტრაქციულად.
MoMA-ს (თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, მდებარეობს ნიუ-იორკში) კოლექცია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესია. კოლექციონერებისა თუ თავად მხატვრებისგან შეენლია ნაწარმოების დიდი უმრავლესობა აბსოლიტურად განსხვავდება იმისგან, რასაც ტრადიციული ხელოვნება ეწოდება.
ხშირად თანამედროვე მხატვრების ნამუშევრრები იმდენად პირობითია, რომ მათ ბავშვის ნახატებსაც კი ადარებენ. შვეიცარიელი მხატვრის პაულ კლეეს ნამუშევრებზე სწორედ ამგვარ გამარტივებულ, გულუბრყვილო გამოსახულებებს შევხვდებით.
პაულ კლეე. 1933 წ.
თანამედროვე მხატვრების მსგავსად, ნებისმიერ ადამიანს შეულია, სცადოს საკუთარი ემოციის გადმოცემა ახალი, პირობითი ფორმწების შექმნით. ამ პროცესში მთავარია ზუსტად შეარჩიოთ მხატვრული ელემენტები, მაყურებელი კი თავად შეაფასებს იმას, თუ რამდენად მიაღწიეთ მიზანს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment